| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროკომისია საქართველოში შრომის ინსპექტირების ამჟამინდელი სისტემის კორექტირების საჭიროებას ხედავს, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს ეხება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავ მაღალია (13.7% -მა 2017 წელს საქსტატის მონაცემებით), მიუხედავად შემცირების ტენდენციისა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის.
„ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი კვლავ დაბალია და სიღარიბე კვლავ პრობლემა რჩება - მოსახლეობის 21.9% -ით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია იკრიბება პლენარული შეხვედრის, ასევე სამუშაო ჯგუფის ფორმატში, თუმცა პლენარული შეხვედრა არარეგულარულად იმართება. 2017 წლის ნოემბერში საქართველომ მოახდინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) #144 კონვენციის რატიფიცირება სამმხრივი სოციალური დიალოგის ხელშეწყობის შესახებ. კონვენციის ძალაში შესვლისთანავე, 2019 წლის მაისში საქართველო მონაწილეობას მიიღებს სავალდებულო საანგარიშგებო ციკლში მისი განხორციელების თაობაზე და პრაქტიკაში დაექვემდებარება შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო მექანიზმების მიერ. შრომის ინსპექტირების ამჟამინდელი სისტემა შემდგომ კორექტირებას საჭიროებს იმისთვის, რომ იყოს შრომის უფლებების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციების განხორციელების ეფექტური მექანიზმი“, - ნათქვმია დოკუმენტში.
ასევე აღნიშნულია, რომ ძალაში შევიდა კანონი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელმაც საშუალება მისცა შრომის ინსპექტორებს განეხორციელებინათ მოულოდნელი შემოწმებები და ჯარიმები გამოეყენებინათ. თუმცა, კანონის გამოყენება შეზღუდულია მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რომელიც მოიცავს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო პირობებს.
„2018 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ.. არ არის წინსვლა დასაქმების სამსახურის შესახებ კანონის მიღების საკითხში, ხოლო საჯარო დასაქმების ახალი მოდელის აპრობაცია შერჩეულ რეგიონებში ნელ-ნელა გრძელდება.
ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მოსალოდნელია შრომის კოდექსში შემდგომი ცვლილებების შეტანა. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი განიხილავს. ახალმა საპენსიო სისტემამ კი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან ბევრი კრიტიკა გამოიწვია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss