| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქსტატი ინფლაციას ახალი სამომხმარებლო კალათით დაითვლის.
უწყების ცნობით, 2019 წლის განახლებული კალათა გაზრდილია და მოიცავს 306 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას.
გასული წლის სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 3 და დაემატა 4 პროდუქტი.
ამასთან ერთად, განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.
სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას.
განახლებული სამომხმარებლო კალათა, რომელიც ხელმისაწვდომია საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss