| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მიყვანის ახალი ვადა დასახელდა, - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სარკინიგზო ხაზის გაყვანა 1 წელიწადში დასრულდება.
თავდაპირველი გეგმა, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან ქუთაისის აეროპორტამდე სარკინიგზო ხაზის მიყვანას გულისხმობდა მალევე შეიცვალა. ჩოგოვაძის თქმით, განიხილება ვარიანტი, რომ რკინიგზამ ტერმინალისგან 600 მეტრის დაშორებით გაიაროს.
"არის ბოლო ეტაპი, როდესაც გადაწყდება სად გაივლის სარკინიგზო ხაზი. თუმცა, საქართველოში რკინიგზის მოძრაობის სიხშირე არ იქნება ისეთი, რომ ყველა ავიარეისთან კომფორტულად მოხდეს დაკავშირება, მაგრამ რკინიგზა აუცილებლად იქნება", - თქვა ჩოგოვაძემ "საქმიან დილაში", აღნიშნა, რომ 1 წელიწადში პროექტი უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარეობს გაფართოების სამუშაოები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss