| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობა იწყება.
პროექტს 50 მილიონით ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია აფინანსება.
მოცემული დაფინანსება წარმოადგენს OPIC-ის მიერ საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში, ერთ ცალკეულ პროექტზე დამტკიცებულ უმსხვილეს სესხს.
პროექტის საერთო ღირებულებაა 120 მილიონი დოლარია, დღეს წარმოდგენილი პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა კი 93 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მილიონი OPIC-ის მიერ დაფინანსდა.
“პეის ტერმინალი” განთავსებულია 25ჰა მიწის ფართობზე, აკვატორია გაღრმავდება 12 მეტრამდე და შედეგად ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს. ტვირთგამტარიანობა გაიზრდება 2.5 მილიონი ტონით. შეიქმნება მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურა, ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი.
“პეის ჯგუფი”, რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. კომპანიაში დასაქმებულია 1000 მეტი ადამიანი.
“პეის ტერმინალმა” პირველმა საქართველოში შეძლო ისეთი ტვირთების დამუშავება, რომელთა მიღებაც ჩვენი ქვეყნის არც ერთ ნავსადგურს არ შეეძლო. მათ შორისაა თურქმენული მინერალური სასუქი – კარბამიდი, რომელიც 2016 წლიდან ფოთზე გადმომისამართდა. მანამდე ტრანსპორტირება რუსეთისა და ირანის გავლით ხდებოდა.
“პეის ჯგუფმა”, პირველმა აამოქმედა თანამედროვე რევერსული ტიპის ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში. “პეის ტერმინალი”, ახორციელებს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური სასუქების მიღება დამუშავებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss