| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.
საკითხზე მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლების შეხვედრაზე იმსჯელეს
სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) მიერ წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები განიხილეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე - პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში.
"მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც იცით, პორტის ინვესტორი კომპანიის ცნობით, ანაკლიის პორტის კაპიტალი სრულად შეივსო - პროექტში DEG და FMO ჩაერთვნენ.
პორტის ინვესტორი კომპანიის ცნობით, გერმანიის განვითარების ბანკს (DEG), ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss