ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წელს აზიურ ფაროსანასთან და სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონი დაიხარჯება
13 თებერვალი, 2019, 16:16
წელს აზიურ ფაროსანასთან და სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონი დაიხარჯება

თბილისი (GBC) - 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონი ლარით დაფინანსდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიცემული აქვს დავალება, ამ პროგრამით მოიცვას არა მხოლოდ აზიური ფაროსანა, როგორც გამოწვევა, არამედ მცენარეთა სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემებიც.

„გასულ წელს გვქონდა შთამბეჭდავი სტატისტიკა - სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებზე, რომელთაგან ხშირად მოგვისმენია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში მომავალი არ აქვს ნატურალურ მეურნეობას, ანუ იმ ტიპის მეურნეობას, როდესაც ფერმერი გლეხი იძულებულია, მოყვანილი პროდუქცია თავად მოიხმაროს. საქართველოში აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობას, უბრალოდ, აუცილებელია სწორი აქცენტების გაკეთება. ჩვენ ძირითადი ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ისეთ კულტურებზე, სადაც გვაქვს კონკურენტუნარიანი უპირატესობა. გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში - აზიური ფაროსანა და მისი გავრცელება. ვფიქრობ, წლევანდელი პროგრამა საკმაოდ დახვეწილია, შეჯერებულია ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან. დარწმუნებული ვარ, პროგრამის წარმატებული რეალიზაციის შემდეგ ჩვენ გავზრდით იმ საექსპორტო პოზიციებს, რომელიც 2 წლის წინ გვქონდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები