ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Startup Grind - ის საერთაშორისო კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს
15 თებერვალი, 2019, 11:26
Startup Grind - ის საერთაშორისო კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს

თბილისი (GBC) -  სან ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას კვალდაკვალ საქართველო ყოველწლიურად სტარტაპ გრაინდის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს.

 

Google -ს კამპუსში, სილიკონ ველიზე, (აშშ, სან-ფრანცისკო) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind- ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და Startup Grind - ის წარმომადგენელმა საქართველოში კოლინ დონაჰუმ მოაწერეს.

 

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს. ღონისძიების ძირითადი მიზანია მსოფლიო მასშტაბით სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.

 

სტარტაპ გრაინდის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში ჩატარებით, ჩვენს ქვეყანას უნიკალური და უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა და მისი მხარდამჭერი . თბილისის მერია იქნება. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000 - ზე მეტი სტუმარი დაესწრება, Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს მაღალი კლასის სპიკერებსა და საერთაშორისო მონაწილეებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონალური სტარტაპების, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მთავარი მოთამაშეების საქართველოში ჩამოსვლასა და ოპერირებას, - აღნიშნავენ სააგენტოში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები