ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რომან ფიფიას წარმომადგენელი ცრუობს - გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება
20 თებერვალი, 2019, 16:08
რომან ფიფიას წარმომადგენელი ცრუობს -  გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება

თბილისი (GBC) - რომან ფიფიას წარმომადგენელი ცრუობს - დღეს გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, - აცხადებს "საქართველოს ბანკი".

"რომან ფიფიას წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ინგლისის სასამართლოს არ განუხილავს საკითხი არის თუ არა რომან ფიფია დაზარალებული მხარე. სწორედ ეს არის დავის არსი და აღნიშნული საკითხი გადაწყდება საქმის არსებითი განხილვისას, რომლის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, შემდეგ ფაქტებს:

საქართველოს ბანკი არ არის მოპასუხე ამ დავაში. მეტიც, 2018 წლის 27 აპრილს რომან ფიფიამ თავად  შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. დავა მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია,  BGEO Group Limited-სა და რომან ფიფიას შორის, ინგლისის სასამართლოში.

რომან ფიფიამ ასევე თავადვე თქვა უარი 944 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნაზე და განახლებული სარჩელით 286 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. ანუ მოთხოვნილი თანხა შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით მოპასუხე BGEO Group Limited სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს, კონკრეტული არგუმენტები კი სასამართლოში იქნება წარდგენილი", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები