ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისიმ პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა
22 თებერვალი, 2019, 12:46
თიბისიმ პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა

თბილისი (GBC) - თიბისის  მობაილბანკს პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი დაემატა.

 

ამიერიდან მობაილბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა უკვე ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი.

 

ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა მობაილბანკის მთავარ გვერდზე დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და თანხა გადაირიცხება. (მაგალითად: გადარიცხე გიორგისთან 5 ლარი). ხმოვანი ასისტენტი მომხმარებელს ეხმარება სხვა ფიზიკურ პირებთან ანგარიშის ან მობილურის ნომრით თანხის გადარიცხვის პროცესის განხორციელებაში. ახალი ფუნქციათიბისიმხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულ კომპანია Pulsar AI-სთან ერთად შექმნა”,  - აცხადებს ბანკი.

 

აღსანიშნავია, რომ „თიბისისსტრატეგიული მიმართულებაა ციფრული არხების განვითარება. ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის დამატებითთიბისიდგება მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მოწინავე ბანკების გვერდით როგორებიც არიან: Bank of America, Wells fargo, Ally. 

 

ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის გამოყენების გარდა, „თიბისისმობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია:

 

ერთი აპლიკაციის გამოყენებით შევიდეს როგორც იურიდიული პირის, ასევე ფიზიკური პირის მობაილ ბანკში („სხვა მომხმარერბლის" ფუნქციის გამოყენებით);

 

ნახოს ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების და გააკეთოს ამონაწერი;

 

გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებზე და სხვასთან;

 

გადარიცხოს თანხა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში;

 

შეავსოს მობილურის ბალანსი, კომუნალური, საბიუჯეტო გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა;

 

შექმნას გადარიცხვის შაბლონები;

 

მართოს დეპოზიტები და სესხები;

 

ნახოს დახარისხებული შემოსავლები და ხარჯები;

 

შეამოწმოს ვალუტის კურსები და დააკონვერტიროს თანხა;

 

იპოვოს თიბისი ბანკის უახლოესი ფილიალი ან/და ბანკომატი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები