| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბ-ნი ივანიშვილი წარმოადგენს ყველაზე დიდ დაბრკოლებას საქართველოში ბიზნესის და საინვესტიციო გარემოსთვის და რომ მისი მაფიოზური დამოკიდებულება საქართველოს 1990-იან წლებში აბრუნებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს განუცხადა.
პალატის ცნობით, ფადი ასლის და როს უილსონსის
შეხვედრაზე საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი
განიხილეს. ფადი ასლიმ ასევე წარადგინა შეფასება საქართველოს სასამართლო სისტემასა და თიბისი ბანკის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, კონკრეტულად კი ეროვნული ბანკისა და პროკურატურის, ზეწოლაზე თიბისი ბანკის სამეთვლყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გამჭვირვალე და გულახდილი საუბარის ელჩ უილსონთან, რომელთანაც წარვადგინეთ მოხსენება საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესის კლიმატზე, უფრო კონკრეტულად კი განვიხილეთ საქართველოს სასამართლო სისტემა და ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილი თავდასხმები, რომელიც მიზნად ისახავდა მიეყენებინა ზარალი ანაკლიის პორტის პროექტისა და თიბისი ბანკისთვის. ჩვენ ვაცნობეთ ელჩ უილსონს, რომ ბ-ნი ივანიშვილი წარმოადგენს ყველაზე დიდ დაბრკოლებას საქართველოში ბიზნესის და საინვესტიციო გარემოსთვის და რომ მისი მაფიოზური დამოკიდებულება საქართველოს 1990-იან წლებში აბრუნებს“ - განაცხადა ICC Georgia-ს თავმჯდომარემ.
საერთაშორისო სავჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია,რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss