ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯაფარიძე: სესხების დაჩქარებით ჩამოწერაზე საუბარი წინააღმდეგობაში მოდის სინდისთან
4 მარტი, 2019, 13:59
ჯაფარიძე: სესხების დაჩქარებით ჩამოწერაზე საუბარი წინააღმდეგობაში მოდის სინდისთან

თბილისი (GBC) - სესხების დაჩქარებით ჩამოწერაზე საუბარი არამხოლოდ არაობიექტურია, არამედ წინააღმდეგობაში მოდის სინდისთანაც, - ამის შესახებ თიბისის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ 2008 წელს საბანკო სექტორმა 800 მილიონი ლარის დაარეზერვა.

მისი თქმით, იმ პერიოდში მსოფლიოს უდიდესი ბანკები ვერ გადარჩნენ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გაკოტრდნენ.

„გავიარეთ პერიოდი, როდესაც რუსეთის ჯარი იდგა 30 კილომეტრში, ნებისმიერ მომენტში შემოჭრას ველოდებოდით და ამავე დროს იყო გლობალური ფინანსური კრიზის. იმ დროს სესხები აუცილებლად გაფუჭდებოდა. ყველა კომპანია იყო უკიდურესად მძიმე მდომარეობაში. ბანკსაც არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა სესხის მომსახურება. კონცენტრირება, რომ 17 მილიონის გატანა მოხდა ბალანსს გარეთ,  არასამართლიანია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, იმ წელს ბანკმა დიდი ზარალი მიიღო. 

"იმ წელს ბანკმა 60 მილონის ზარალით დაასრულა და ვინ იყო აქციონერები,  ვინც პირველ რიგში იზარალა - მე და მამუკა,  80% გვქონდა ბანკის. თეორიულად,  თუ მოგების 80% გეკუთვნის,  მაზოხისტი უნდა იყოს ხელი შეუწყო სესხების  ჩამოწერას შენი მოგების შესამცირებლად“- აღნიშნა ბიზნესმენმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები