| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. პროექტის კრედიტორები დაფინანსების სანაცვლოდ სახელმწიფოს თავდებობას ითხოვენ, მათ შორის, ტვირთების მოცულობისა და ტრაფიკის გარანტიას.
საქართველოს მთავრობა
ორჭოფობს - პრემიერი ამბობს, რომ პორტის მშენებლობისთვის საერთაშორისო ძლიერი კონსორციუმი
იმიტომ შეირჩა, რომ სწორედ მათ მოეხდინათ საქართველოს დერეფანში ახალი სატვირთო ნაკადების
გადმორთვა.
„რაც შეეხება გარანტიებს,
ტვირთბრუნვაზე. ჩვენ, თავის დროზე, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ რამდენიმე მიზეზის
გამო, პირველი, გვწამს იმის, რომ როდესაც არსებობს შესაძლებლობა სჯობია პროექტი განვითარდეს
კერძო ინვესტორების მეშვეობით და არა მხოლოდ იმ რესურსით რომელიც შეიძლება ბიუჯეტს
დააწვეს. ჩვენი ინტერესი იყო გამარჯვებულად გვეხილა საერთაშორისო, ძლიერი კონსორციუმი,
იმ კერძო კომპანიებისგან შემდგარი, რომელიც
შეძლებდა ტვირთების მოზიდვას დერეფანში, რათა ყოფილიყო მეტი ინტერესი კერძო მოთამაშეების
მხრიდან ანაკლიის პორტის მეშვეობით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მომხდარიყო, ეს იყო
მთავარი მოტივაცია რატომაც ეს გადაწყვეტილ მივიღეთ
თუ ისევ ბიუჯეტის ხარჯზე
უნდა მოხდეს ტრაფიკის გარანტიის მიცემა, ამ
შემთხვევაში კითხვაც ჩნდება - მაშინ რა არის
ის დამატებითი ღირებულება და ძალისხმევა, რომელიც უნდა მოიტანონ ინვესტორიებმა?- განაცხადა
პრემიერმა მედიასთან საუბრისას და აღნიშნა, რომ გარანტიის გაცემა არის საკითხი, რომელსაც
სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი.
ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობა ტვირთებს ვერ მოიტანს ეს ფუნქცია გამარჯვებული საერთაშორისო კონსორციუმის, ამ შემთხვევაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პრეროგატივაა.მთავრობა კი, აუცილებლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას.
"ჩვენ მასშტაბურ ინვესტიციას
ვახორციელებთ ამ პროექტში. თანხა ჩავდეთ მიწების გამოსყიდვაში, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით ვაძლევთ თანხა კაპიტალში
და ამას ისიც თუ დაემატება, რომ მთავარი ბიზნეს
რისკი, რაც უკავშიდება ტვირთების მოცულობას და ტრაფიკს ესეც თუ ბიუჯეტმა აიღოს, ვფიქრობ, სერიოზულ გააზრებას
საჭიროებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, - აღნიშნა პრემიერმა,
განაცხადა, რომ გააგრძელებენ ინვესტორის მხარდაჭერას
დაინანსების მოსაზიდად.
„მე კარგად მესმის,
როდესაც ვსაუბრობთ ასეთ მასშტაბურ პროექტზე ნებისმიერ ინვესტორს სჭირდება მხარდაჭერა
დიალოგში კრედიტორებთან და ამას გავაგრძელებთ“, - თქვა ბახტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss