| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ალდაგის მხარდაჭერით, თბილისში დაზღვევის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.
დაზღვევის პირველი საერთაშორისო კონფერენცია 14 მარტს, 09:00 საათზე, თბილისში, „რესპუბლიკას“ საკონფერენციო დარბაზში (პირველი რესპუბლიკის მოედანი №6) გაიხსნება. კონფერენცია საერთაშორისო კომპანია XPRIMM-ის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა და სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხარდაჭერით ჩატარდება.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იქნება, რომელიც საქართველოში 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში, ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი ისაუბრებს ბაზრის განვითარების პერპექტივებზე.
დაზღვევის პირველი საერთაშორისო კონფერენციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი გახსნიან.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ასევე სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთი ევროპის 8 ქვეყნის ზედამხედველობისა და სავალდებულო დაზღვევის ბიუროების ხელმძღვანელები.
ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე, ბაზრის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
გაიმართება ასევე პანელური დისკუსია. კონფერენციას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.
თბილისში დაგეგმილი დაზღვევის პირველი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, დეტალურიინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://www.xprimmevents.com/georgia/program/
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss