| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მთავრობამ ვალის მართვის სტრატეგია დაამტკიცა.
2019 – 2021 წლებისთვის სამოქმედო დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა აქცენტს სავალო პორტფელში საშინაო ვალის ზრდაზე გააკეთებს.
ამჟამად, საქართველოს მთავრობის ვალის 81.3% საგარეო ვალით არის შევსებული, დანარჩენი 18.7% კი, საშინაო ვალია. გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის საშინაო ვალის წილი 20%-მდე უნდა გაიზარდოს, გრძელვადიან პერიოდში კი, 35%-ს უნდა მიაღწიოს.
ფინანსთა სამინისტროს მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში აქცენტი ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე კეთდება. აღნიშნულია, რომ სხვადასხვა სცენარიდან საუკეთესო ვარიანტია მთლიანი ფინანსური საჭიროებების შიდა წყაროებიდან დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპზე, ადგილობრივი ბაზრის განვითარების დონე ამის შესაძლებლობას არ იძლევა
მთავრობა ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის გეგმავს ბენჩმარკ ბონდების მოცულობის და მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობის ეტაპობრივ ზრდას. მოხდება პირველადი დილერების PD სისტემის დანერგვა, რომელიც ჯერ საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, შემდეგ კი, სრულფასოვან სისტემაზე გადასვლა მოხდება.
ამასთან, რეფინანსირების რისკის უკეთ სამართავად იგეგმება 1 წელიწადში დასაფარი სესხის ძირი თანხის პროცენტულმა წილმა არ გადააჭარბოს 20%-ს, საშუალო ვადიანობა კი, მთლიანი ვალისთვის 5.5 წელს არ ჩამოსცდეს.
„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი კაპიტალის ბაზრის განვითარება, ლარიზაციის ტემპის დაჩქარება და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რომ ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას გახდის მეტად კონკურენტუნარიანს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პერსპექტივაში, დაგვეხმარება საინვესტიციო რეიტინგის მიღებაში“, - განაცხადა პრემიერმა ჯერ კიდევ თებერვალში, ამ დოკუმენტის დაანონსებისას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss