| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -ტოკიოში გამოფენის „საქართველო ღვინის სამშობლო" გამართვა 3.5 მლნ ლარი დაჯდება.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად მთავრობამ სწორედ ამ მოცულობის თანხა გამოყო.
იაპონიაში მასშტაბური გამოფენა 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. ეს იქნება ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, უწყვეტი ტრადიციების შესახებ ძალიან კომპლექსური პრეზენტაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების თანხლებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ელიან, რომ მომავალში იაპონია იქნება ქართული ღვინის პრემიუმ ბაზარი გახდება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი: "ჩვენი ღვინისთვის იაპონია ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად, შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის. ტოკიოში საზეიმოდ გავხსნით გამოფენას ,,საქართველო ღვინის სამშობლო“. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ისეთ განსაკუთრებულ ქვეყანაში როგორიც იაპონიაა წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ როგორც ღვინის სამშობლო, არამედ, როგორც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყანა", - განაცხადა ტოკოიში ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ქართული ღვინისთვის იაპონია უკვე ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად. 2018 წელს ამ ბაზარზე 200 000 ბოთლზე მეტი ქართული ღვინო გაიყიდა. ზრდა წლიურ ჭრილში 37% იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss