ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ედვარდ იაუ: ჰონგ კონგი არის აზიის კარიბჭე, ხოლო საქართველო ევრაზიის კარიბჭეა
18 მარტი, 2019, 23:14
ედვარდ იაუ: ჰონგ კონგი არის  აზიის კარიბჭე, ხოლო საქართველო  ევრაზიის კარიბჭეა

თბილისი (GBC)- ჩვენ აქ ვართ, რომ ჰონ კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ხელი შევუწყოთ ურთიერთობების გაღრმავებას,“ - განაცხადა ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ჰონ კონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ჰონგ კონგის რამდენიმე ათეული კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო, რომლებმაც მინისტისგან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ლიბერალური საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტებისა და სხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.   

ჰონგ კონგის (ჩინეთი) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანის განცხადებით, საქართველოსა და ჰონგ კონგს ბევრი რამ აქვთ საერთო. მისი თქმით, ორივე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებია თავისუფალი ვაჭრობითა და  ღია ბაზრით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის შემდეგ, ორი ქვეყანა დიდ სარგებელს ნახავს

კიდევ ერთი მსგავსება ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის ისაა, რომ ორივე ქვეყანა აქვს სტრატეგიული განლაგება. ჰონგ კონგი არის ჩინეთისა და აზიის კარიბჭე, ხოლო საქართველო, როგორც ვიცით, ევრაზიის კარიბჭეა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას,“ - განაცხადა ჰონგ კონგის  კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის 2018 წლის ზაფხულში, „ერთი სარტყელი - ერთი გზისსამიტის ფარგლებში გაფორმდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები