ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
SHEAMOTSME.GE - კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლი დაიწყო
20 მარტი, 2019, 10:36
SHEAMOTSME.GE - კომუნიკაციების  კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლი დაიწყო

თბილისი (GBC) - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა

ვისაც უჭირს ფილმების ყურება და გადმოწერა, ონლაინ თამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, ეს ვებ-გვერდი სწორედ მათთვისაა- www.sheamotsme.ge. აღნიშნული ვებ-პლატფორმით უკვე დღეიდან ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს”, - აცხადებს მარეგულირებელი.  

კომისიის ცნობით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს

უფრო დეტალურად კი, ინტერნეტის ხარისხის შესამოწმებლად საჭიროა

შეხვიდეთ ვებ-გვერდზე www.sheamotsme.ge; 
შემოწმების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას
მოწყობილობა, რომლითაც ხარისხს ზომავთ, ინტერნეტის ქსელში შეაერთოთ სადენის (კაბელის) და არა, Wifi-ის საშუალებით
შემოწმების დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესში, ოპერაციულ სისტემაში არც ერთი სხვა აპლიკაცია არ გახსნათ
მითითებულ ველში აუცილებლად შეიყვანოთ თქვენი და თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის ზუსტი მონაცემები
გაზომვის დროს ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა მოგცემთ საშუალებას ავტომატურ რეჟიმში შეავსოთ საჩივრის ფორმა და გამოაგზავნოთ კომუნიკაციების კომისიაში
იმისთვის, რომ თქვენი საჩივარი არ დახარვეზდეს, აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ინსტრუქცია
წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჩივარი გაუქმდება

შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, კომისია ამერიკულ კომპანია „Visualware”-თან თანამშრომლობს. ინტერნეტ მომსახურეობის ხარისხი იზომება სწორედ მათი აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტის 5 პარამეტრი: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე, დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მომხმარებლების უფლებების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და სწორედ ამიტომ, თქვენ დღეიდან www.shemaotsme.ge- საშუალებით მუდმივ რეჟიმში შეგეძლებათ შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს გამოაგზავნოთ საჩივარი კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები