ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი 100 მილიონი დოლარის ბონდების გამოშვებაზე აცხადებს
22 მარტი, 2019, 13:56
საქართველოს ბანკი 100 მილიონი დოლარის  ბონდების გამოშვებაზე აცხადებს

თბილისი (GBC) -  საქართველოს ბანკმა 100 მილიონი დოლარის ბონდების გამოშვებაზე განაცხადა.   ეს არის  ობლიგაციები დამატებით პირველადი კაპიტალისთვის, რის შესაძლებლობას ბაზელ  III -ის სტანდარტები ქმნის.

მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები, რომელსაც Fitch-სგან  მოსალოდნელი „B-“ რეიტინგი აქვს მინიჭერული,  განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე.

ემისიის დახურვის შემდეგ,  ეს იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ამ ტიპის ვექსილების პირველი საერთაშორისო შეთავაზება. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში

100 მლნ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციების  საპროცენტო განაკვეთი 11.125%-ს შეადგენს და მათი გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, 5.25 წლის შემდეგ და ყოველ შემდგომ პროცენტის გადახდის თარიღზე.

აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და UBS Investment Bank-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“.

ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და ბანკის იურიდულ მრჩევლები შესაბამისად Latham & Watkins LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი იყვნენ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები