ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კახა კიკნაველიძემ BOGG-ს CEO -ს პოსტი 3.1 მილიონიანი ანაზღაურებით დატოვა
28 მარტი, 2019, 13:14
კახა კიკნაველიძემ  BOGG-ს CEO -ს პოსტი 3.1 მილიონიანი ანაზღაურებით დატოვა

თბილისი (GBC) - კახა კიკნაველიძემსაქართველოს ბანკის ჯგუფისგენერალური დირექტორის პოსტი 3.13 მილიონი დოლარის ანაზღაურებით დატოვა.

საბანკო ჯგუფის წლიურ ანგარიშში მოცემულია, რომ ანაზღაურების უდიდესი წილი გადავადებულ აქციებს უჭირავს. ამ აქციების განაღდებას ბანკირი 4 წლიან ვადაში შეძლებს.

კახა კიკნაველიძე  (წლიური ანაზღაურება და  აქციების ფასი გამოსახულია აშშ დოლარში)

2018

 

 ფულადი ანაზღაურება

295 000

 გადავადებული აქციები

1 483 800

 ჯამური ხელფასი

1 778 800

დისკრეციული აქციები

1 349 985

სხვა სარგებელი

       2 584

საპენსიო შენატანი

       1 906

დივიდენდი

       6 278

ჯამი

3 139 552

 

აღსანიშნავია, რომ კახა კიკნაველიძე პირველი CEO  იყო, ვინც ამ ჯგუფის  მხოლოდ საბანკო მიმართულებას კურირებდა. ამის გათვალისწინებით, მისი ჯამური ხელფასი (ფულადი ანაზღაურება/აქციები) მკვეთრად ნაკლებია ირაკლი გილაურის შემოსავალზე. 2017 წელს გილაურს ჯგუფმა (BGEO) 5 096 833 აშშ დოლარი გადაუხადა, წლიური ზრდა  +18.1% იყო.  

კახა კიკნაველიძემსაქართველოს ბანკისგენერალური დირექტორის პოსტი 2019 წლის იანვარში დატოვა. სამეთვალყურეო საბჭომ, გარკვეული ფაქტორების გამორიცხვით, მისი საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და ჯილდოს სახით 68 000 აქცია გადასცა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკირი ჯამში 130 370 აქციას ფლობდა (ნაწილი გადავადებულია), რომლის დღევანდელი საბაზრო ღირებულება 2 მლნ ფუნტ სტერლინგს აღემატება

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები