| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)- მონუმენტ „ადამიანი
და მზე“-სთან ახალ პარკს ჰიდრო ემი მოაწყობს. კომპანიასთან 3 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმების
პროცედურები მიმდინარეობს.
სამუშაოებისთვის
მერიამ 3.773 მლნ ლარი გამოყო. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა.
პროექტის
მიხედვით, მთავარი აქცენტი გათვლილი იქნება ჩქარად მიმავალ მგზავრებზე და
შესაბამისად სწრაფად აღქმად კომპოზიციებზე. დიდი მნიშვნელობა ექნება ღამის
განათებას.
პარკის შუა ნაწილში იქნება "ადამიანის და
მზის"" მონუმენტი, რომელსაც, პროექტის მიხედვით, გარშემო რკალისებურად
შემოარტყამს ქართული ორნამენტის ფორმის დაბალი, გამწვანებული მოცულობა, რომელსაც
სასეირნო და დასასვენებელი ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია, აქვე მოწყობილი იქნება
მცირე გამწვანებული კუნძულები, დასასვენებელი სკამებით, ხოლო თარგის ბოლოსკენ,
სამხრეთით მოწყობილი იქნება დეკორატიული, დაბალი აუზი, გარშემო ბილიკით და ასევე
დასასვენებელი ადგილებით.
რაც შეეხება ტერიტორიის განათებას, გრძივ,
დატერასებულ ნაწილში, საყრდენ კედლებზე ზოლად გაყვება ე.წ. “ლენტური სანათი".
იგივე ტიპის სანათი გამოყენებულია ორნამენტის ოვალურ ნაწილებშიც. პროექტით აგრეთვე
გათვალისწინებულია სასიარულო ნაწილის თანამედროვე, დაბალი ლამპიონებით განათება.
კიბეების ადგილებში ასევე მოეწყობა წერტილოვანი სანათები. აქცენტი ასევე უკეთდება
მცენარეების მიწიდან მცირე პროჟექტორული ტიპის სანათებით განათებას, ნეიტრალური
ფერით. განათდება აგრეთვე თვითონ “ადამიანი და მზის მონუმენტიც. სპეციალური
სანათებით განათდება მომავალი მოძრავი სკულპტურებიც.
უკვე გათვალისწინებულია ისიც, რომ ადგილზე
უსაფრთხოების დამონტაჟდება სამეთვალყურეო ვიდეო კამერები და იქნება დაცვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss