| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკში წელს სამომხმარებლო დაკრედიტების 15%-იან ზრდას ელიან. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი, ტემპის 15-20% -იანი ზრდაა ნავარაუდევი.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გენერალურმა დირექტორმა
აქციონერებს პროგნოზი „წლიური ანგარიშის“ ფარგლებში წარუდგინა. არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს,
რომ დაკრედიტების ტემპს განაპირობებს ეკონომიკის ზრდა და მთავრობის დაფინანსებული კაპიტალური
ხარჯების დაჩქარება,
ბანკირი ბოლოდროინდელ რეგულაციებსაც აფასებს და წერს,
რომ ყველა ეს ცვლილება გაკეთდა იმ მოლოდინით, რომ ქართული ბანკები წავლენ ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტებისკენ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის და იპოთეკის სექტორის მიმართულებით. ამასთანავე უფრო მეტად მოახდენენ საკუთარი საბალანსე ანგარიშების დედოლარიზაციას.
“ბოლოდროინდელი პოლიტიკის ცვლილებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ზრდა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სექტორის მიმართულებით. ამასთანავე, ჩვენ კვლავ ველით სოლიდურ ზრდას იპოთეკური სესხების მიმართულებით, კერძოდ ლარის იპოთეკის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით”, - აცხდებს გაჩეჩილაძე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოს რეკომენდაციაა გაიცეს 2018 წლის მოგებიდან
დივიდენდი 1 აქციაზე 2.55 ლარის ექვივალენტი ფუნტ სტერლინგში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss