ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება
წყარო: რუსთავი 2
31 მარტი, 2019, 00:15
ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება

კურიერმა დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება.

კონტრაქტი სახელმწიფო კომპანიამ მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ ფირმასთან 2019 წლის 15 მარტს გააფორმა.

ხელშეკრულებით White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სახელმწიფოს სახელით დადებულ კონტრაქტში ცვლილებების მომზადება ევალება.

კონტრაქტის მესამე მუხლი მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება. 

ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა შეერთებულ შტატებში რუსთავი2-გან შეიტყო, სადაც ლევან ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე შეხვედრებს ამერიკელ პარტნიორებთან მართავენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობაში მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა 70 მილიონი დახარჯა. თუ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, დავის საგანი, სავარაუდოდ, ზარალის ანუ ამ თანხის ანაზღაურება გახდება.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მთავრობა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს უკვე ეძებს და ამ თემაზე მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან აქვს. არაფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმშიც აქვთ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები