| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ირლანდიური “ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ 9 ნახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურთა რიცხვს დაემატა, რომლებიც ევროკავშირში ჰაერს ყველაზე მეტად აბინძურებენ.
Avianews -ი წერს, რომ ავიაგადამზიდავმა
Ryanair-მა, რომელიც წლის განმავლობაში 130 მლნ მგზავრს ემსახურება, 2018 წელს
გარემოში 9.9 მეგატონა გამონაბოლქვის ემისია მოახდინა. არსებული მაჩვენებლებით,
კომპანიამ 2018 წელს ჰაერში 6.9%-ით მეტი ნახშირორჟანგი გამოყო, ვიდრე 2017 წელს.
უნდა აღნიშნოს, რომ Ryanair-ის მიერ 2018 წელს ემისირებული გამონაბოლქვი 5 წლის
წინანდელ მაჩვენებლებთან 49%-ითაა გაზრდილი.
„რაც შეეხება კლიმატს, Ryanair-ი – ეს ახალი
ნახშირია. ეს ტენდენცია შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ევროპა არ მიხვდება, რომ ეს
არასრულყოფილად რეგულირებული სექტორი შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი:
დაწყებული საავიაციო ნავთის გადასახადიდან და წესების შემოღებიდან, რომელიც
აიძულებს ავიაკომპანიებს გადავიდნენ ისეთი ტიპის საწვავის მოხმარებაზე, რომელსაც
ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს”, - განაცხადა ევროპის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის
ფედერაციის მენეჯერმა ენდრიუ მერფმა.
როგორც ცნობილია, ავიაციის წილი ევროპაში
სათბური გაზების გამოყოფაში 3%-ს შეადგენს. არსებული პროგნოზით კი 2050 წლისთვის
ეს მაჩვენებელი შესაძლოა 700%-მდე გაიზარდოს.
მერფიმ ავიაციას “ევროპის ყველაზე დიდი
კლიმატური მარცხი” უწოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss