| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - დღეს პარლამენტში
კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.
კანონმდებლები
მწვავე კითხვების დასასმელად
ემზადებიან, განსაკუთრებით ოპოზიცია.
საბანკო
სექტორის მარეგულირებელს
თიბისი ბანკის საქმეზე,
მის დამფუძნებელ აქციონერებსა
და საბანკო რეგულაციების
შედეგებზე მოუწევს კითხვების
გაცემა.
კობა გვენეტაძე
პარლამენტში შეიძლება ითქვას, "მორალურად წელგამართული" მიდის. თიბისი ბანკმა უკვე განაცხადა, რომ აღარ აქვს პრეტენზია მარეგულირებელთან (თუმცა ეს არ ეხება მის დამფუძნებელ აქციონერებს, რომლებიც დავას აგრძელებენ) და 1.1 მილიონიანი ჯარიმაც გადაიხადა. დაკმაყოფილდა სებ-ის
მეორე მოთხოვნაც და ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებელმა აქციონერებმა ოფიციალურად
დატოვეს.
რაც შეეხება ჭარბვალიანობასთან საბრძოლველად შემოღებულ
რეგულაციებს და ბაზრიდან დოლარის შესყიდვით რეზერვების
შესავსებად გადადგმულ ღონისძიებებს, მათ საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი
შეფასებები დაიმსახურეს, თუმცა
რეგულაციის გამკაცრების შედეგებიდან გამომდინარე არც
მისი შერბილება გამოირიცხა.
ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარეს მაინც რჩება მთავარი
კითხვები, რომელიც დღეს პარლამენტში გაჟღერდება - ვის და რატომ გაახსენდა თიბისი ბანკის 11 წლის წინანდელი
ტრანზაქცია, რატომ დაიწყო გამოძიება ფულის გათეთრებაზე და რა ხდება ამ თიბისის დამფუძნებლებთან
დაკავშირებულ ანაკლიის პორტის პროექტზე. ასევე
რა ბედი ელის, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში საბანკო რეგულაციებით დაზარალებულ სამშენებლო
და საცალო ბიზნესს და მოსახლეობას, რომელიც სესხებს ვეღარ იღებს და საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც სამომხმარებლო სესხებს აქტიურად ვეღარ
გასცემენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss