| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო აშენდება.
მასშტაბური პროექტი
პრემიერმა დღეს დააანონსა. ჩინურ - ქართული საწარმო ქუთაისში გაიხსნება და წლიურად
40 000 ავტომობილს გამოუშვებს. წარმოებული პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გავა,
ნაწილით კი ადგილობრივი მოთხოვნილება დაკმაყოფილდება.
Changan -ის ავტომობილები ბაზარზე 2020 წლიდან უნდა გამოჩნდეს.
"საქართველოში წარმოებელი ელექტრომობილები, წარწერით "დამზადებულია საქართველოში" იქნება ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან ", - განაცხადა პრემიერმა სამხრეთ კავკასიაში ეკო-მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ჯგუფის aigroup -ის პრეზენტაციაზე.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა მოუხდა. რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმნილიყო ეს საწარმო, თუმცა საბოლოოდ წარმოების გადმოსატანად საქართველო შეირჩა.
კომპანია „ჩანგანი“ ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მისი სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა "ვოლვო", "ფოლკსვაგენი" და ფორდი".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss