ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართველმა არქიტექტორებმა ვილნიუსში ხიდის პროექტის კონკურსზე გაიმარჯვეს
8 აპრილი, 2019, 13:27
ქართველმა არქიტექტორებმა ვილნიუსში ხიდის პროექტის კონკურსზე გაიმარჯვეს

თბილისი (GBC) - AT.ge -ს ცნობით, ივანე ქსნელაშვილის  გუნდმა უკვე მესამედ გაიმარჯვა ხიდის პროექტის საერთაშორისო კონკურსში.

ლნიუსის საფეხმავლო ხიდის 16 საკონკურსო მონაწილიდან პირველი საპრიზო ადგილის მფლობელად KILD Architects და საინჟინრო კომპანია TEC Infrastructure  გამოცხადდნენ.

პროექტი Užvingio Island Bridge ვინგის პარკს და ლიტ-ექსპოს ტერიტორიებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

პროექტის ავტორები:

  • დომინიკას დაუნისი, პეტრას იშორა, ივანე ქსნელაშვილი, ონა ლოზურაიტიტე (KILD architects)
  • ვილიუს კარიეტა (TEC Infrastructure).
  • სტატუსი: კონკურსის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი
  • მოდელი: ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა ხიდი
  • ბიუჯეტი: 5 მლნ ევრო
  • პროექტის დრო: 2019 / 03
  • ლოკაცია: ვილნიუსი, ლიეტუვა
  • ორგანიზატორები:The Architects’ Chamber of Lithuania
  • კლიენტი:Vilnius Municipality

 

Užvingio Island Bridge-ის იდეა მიმდებარე ტერიტორიების ურბანული და ისტორიული საარქივო მასალების გამოკვლევის შედეგად გაჩნდა.  კონკურსის განაცხადი არსებული დაგეგმარების ფუნქციურ საჭიროებებს ასახავს, და ამავდროულად, ცდილობს მდებარეობის ისტორიული მახასიათებლების ახალი იდენტობის საკითხს უპასუხოს.  

პროექტი Užvingis-ის ისტორიულ კუნძულს საზოგადოებრივი სივრცის, როგორც პარკის მნიშვნელობას უბრუნებს, რომელიც თავისთავად ქალაქის გამწვანებული ტერიტორიების არეალს აფართოებს. ხიდი და ქალაქი საზოგადოებრივი სივრცეების კომპლექსსა და ურთიერთკავშირს ქმნის, რომელიც Lithuan Expo-სა და Congress Center Litexpo-სთან მიმართებაში ქალაქის ცენტრის გაზრდას შეუწყობს ხელს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები