| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება უტევს მათ - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებას, რომ ის ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლია.
ქართული ოცნების დამფუძნებელი ამბობს, რომ
თიბისი ბანკის პროცესი დასრულებულია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები
გადადგა და განმარტებები ყველა დონეზე გააკეთა, ასევე შეთანხმება მოხდა მარეგულირებელსა და ბანკს შორის.
„ეს ტრანზაქცია ძალიან უხეშია, საბანკო სექტორში უფრო უხეში ტრანზაქცია ვერც წარმომიდგენია, - ამბობს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ „დღეს რომ მომხდარიყო ასეთი ტრანზაქცია კარგი იქნებოდა?
მმართველი პარტიის დამფუძნებელს უკვირს რატომ კეთდება აქცენტი წლებზე.
"ეს დაიწყო ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტის მოსვლით და გუნდის შეცვლით, მე თუ მკითხავ. როდესაც კობა გვენეტაძე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და როდესაც სტრუქტურებმა ჩემი აზრით, დაიწყეს ჯანსაღი ფუნქციონირება და როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს უხეში ტრანზაქცია, რომელიც იოლი აღმოსაჩენი იყო, აღმოაჩინა. ამას ალბათ არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება. ძალიან მარტივადაა ყველაფერი, რა შუაშია ჩვენი მე-7 წელი, ან თერთმეტი წელი, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი. ამაზე ისაუბრობ. რომელ წელში დავიწყე ბიზნესი, ველურ გარემოში, რუსეთში და მე არ გამიგია ასეთი უხეში ტრანზაქციები კეთდებოდეს“, - ამბობს ივანიშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss