ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ივანიშვილი: ჩემი ბანკის მოშორებას ვცდილობ და როგორც ჩანს, მოხდება საბოლოოდ
10 აპრილი, 2019, 00:12
ივანიშვილი: ჩემი ბანკის მოშორებას ვცდილობ და როგორც ჩანს, მოხდება საბოლოოდ

თბილისი (GBC) - ბიძინა ივანიშვილმა ბანკი ქართუს გაყიდვის გეგმა დაადასტურა.

 

„ჩემი ბანკის მოშორებას ვცდილობ და როგორც ჩანს, მოხდება საბოლოოდ, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეიმედის ეთერით.

 

უმდიდრესმა ქართველმა თქვა, რომ საქართველოში ბიზნესს არ აკეთებს და აქვს ერთადერთი პასიური ბანკი, რომლის მოშორებასაც  ცდილობს. ასევე მზადაა სხვა პროექტები ფასდაკლებით დაუთმოს მსურველებს. 


ბანკი ქართუს შეძენის გეგმა დაანონსებული აქვს ლიბერთი ბანკის მფლობელებს.  ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ მარტის დასაწყისში GBC -ის განუხადა, რომ   სავარაუდოდ,  ლიბერთი-ქართუს გარიგება,  ამ  წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს. ირაკლი რუხაძის თქმით,  შესყიდვის სქემა  სებ-ს უკვე გააცნეს.


რუხაძის კომპანიამ ლიბერთის საკონტროლო პაკეტი 2017 წლის შემოდგომაზე შეიძინა. 


ბანკი ქართუ ამ დროისთვის ერთადერთი ქართული კაპიტალის მქონე ბანკია ბაზარზე. ქართუს გაყიდვა ივანიშვილს წლებია უნდა. ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა დაწერა, რომ ბანკის შესყიდვით დაინტერესებული იყო ბიზნესმენი და დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი. 


"2014 წელს შალელაშვილმა სცადა 270 მილიონ დოლარად  ქართული „ბანკი ქართუს“ ყიდვა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისგან. ივანიშვილმა კი, გარიგებაზე უარი თქვა“, - ნათქვამია იყო სტატიაში. 


ის, რომ ისრაელელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებულნი ბანკი ქართუს ყიდვით ცნობილი იყო, თუმცა კონკრეტულ გარიგებაზე აქამდე დეტალები არ გაჟღერებულა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები