| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – TBC Bank-მა წამყვანი უზბეკური გადახდის სისტემის 51%-იანი წილი შეიძინა, რომელიც ბაზარზე Payme ბრენდის სახელითაა ცნობილი.
2011 წელს დაფუძნებული Payme, დღეს მაღალი ხარისხის გადახდის მომსახურებით 1.3 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. ბოლო წლებში პლატფორმა სწრაფად მზარდია, კლიენტების რაოდენობა 2018 წლის განმავლობაში 70%-ით აიზარდა, მაშინ როდესაც წლიურად, შემოსავლები და წმინდა შემოსავალი შესაბამისად 41.9%-ით და 24.5%-ით გაიზარდა.
აუდირებული ანგარიშის თანახმად კომპანიის მთლიანი აქტივები $0.7 მილიონი იყო, მაშინ როდესაც მთლიანი შემოსავლები და მოგება გადასახადის გადახდამდე 2018 წლისთვის შესაბამისად $1.6 მილიონი და $0.8 მილიონი იყო.
აქციონერები ვინც თავიანთი აქციების ნაწილი TBC Bank-ს მიყიდეს არიან: როზმატოვ სარვარ ნასრულაევიჩი, ხოჯაევ ბაქსრომ რავშანოვიჩი, ზიაიევ ფარუქს გოლიბშეროვიჩი, აბდულ აქსადოვ აბდულ აზიზ აბდულ მაჯიდოვიჩი, გევერჯეს ოლეგ ოლეგოვიჩი.
ტრანზაქცია თიბისის საერთაშორისო სტრატეგიის ფარგლებშია - რომ გააფართოვოს რეგიონალური ოპერაციები. უზბეკეთი კი ამ მიმართულებით, ძალიან მიმზიდველი ბაზარია 32 მილიონიანი მოსახლეობით, რაც ყოველწლიურად 2%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის კი, საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ია.
$10.8 მილიონად შეფასებული Payme-ს 51%-ში TBC Bank $5.5 მილიონს ნაღდი ანგარიშსწორებით, ბანკის საკუთარი სახსრებით გადაიხდის და ტრანზაქცია სავარაუდოდ აპრილის ბოლოსთვის დაიხურება. ბანკმა შესაძლოა დარჩენილი წილიც შეიძინოს, რაც ნორმალურ პირობებში შეიძლება გარიგების დასრულებიდან მეოთხე - მეშვიდე წლების განმავლობაში მოხდეს.
TBC Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ესაა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი განვითარების გზაზე უზბეკეთის ბაზარზე. ეს მათ საშუალებას მისცემს მომენტალურად შეიძინონ დიდი რაოდენობის მომხმარებელთა ბაზა ქვეყანაში და მათი მთავარი ციფრული სიძლიერე გამოიყენონ საქართველოდან - ინოვაციურ უზბეკეთის ბაზრამდე, - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული ტრანზაქცია TBC Group-ის და მისი შვილობილი კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობას 50%-ზე მეტით, 3.7 მილიონამდე გაზრდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss