| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება.
პროექტს
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოგსენ ინსაათი” განახორციელებს.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოსაწყობად, ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას 18 თვის ვადა განესაზღვრა.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საინდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსდება.
ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.
მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობების შეძენა განხილორციელდება. გარდა ამისა, ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა მოხდება.
მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი, პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss