ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ: ოჯახი ₾2 500 შემოსავლით ბინას იყიდის
ნინო შუბითიძე
12 აპრილი, 2019, 12:25
სებ: ოჯახი ₾2 500 შემოსავლით ბინას იყიდის

თბილისი (GBC)  როგორ შექმნას  წყვილმა ოჯახის ისტორია, აიღოს სესხი, იყიდოს ბინა,  განვადებით შეიძინოს საჭირო ტექნიკა, გარემონტებისგან  ერთი10 წელი თავი შეიკავოს, ვიდრე ახალი სესხის  აღების შესაძლებლობა გაუჩნდება, თუ  მანამდე რეგულაციები არ შეიცვლება და ოჯახის   შემოსავალი არ მოიმატებს. ₾2 500 შემოსავალი გაწვდება თუ არა იპოთეკას.

სებ-ი ახალ რეგულაციებზე  საზოგადოების ყველა კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას. 

კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მნიშვნელოვნად გართულდა იპოთეკური სესხების აღება. რეალურად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის თანახმად, „სირთულისარსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაშია. სესხები, მათ შორის იპოთეკური უნდა გაიცეს იმ პირებზე, ვისაც მისი მომსახურების უნარი აქვთთუკი მსესხებელს რაიმე ტიპის შემოსავლები გააჩნია, ფორმალური თუ არაფორმალურიისინი შეძლებენ სესხის აღებას. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაკრედიტების ახალი წესებით, მხოლოდ მაღალშემოსავლიან პირებს შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა, რაც სიმართლეს ცალსახად არ შეესაბამება. მაგალითისათვის, 60 კვადრატულიანი ბინა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის შეთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია რომ შეიძინოს, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრების, მაგალითად მეუღლეების ჯამური შემოსავლები 2500 ლარს შეადგენს. ამასთან, ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც საცხოვრებლად, ასევე სამომავლო გაქირავებისთვის. უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ლარის სესხების გაცემის კუთხით არსებული მოთხოვნები, რომელიც დაკრედიტების ახალი წესებით არის განსაზღვრული, დიდწილად თანხვედრაშია კომერციულ ბანკებში არსებულ შიდა მოთხოვნებთან.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები