| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აგრალურ საკითხთა კომიტეტმა რძეს და რძის პროდუქტების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსში ცვლილებებს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, რომელიც რძეს და რძის პროდუქტებს ეხება. მომხსენებლის განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციით დღგ-გან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები.
წინასწარი ინფორმაციით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია დააკლდეს 35 მლნ. ლარი.
„მსურს შეგახსენოთ ჩემი პირადი პოზიცია დარგობრივი თვალსაზრისით - აღნიშნული ინიციატივა არ აიაფებს პროდუქტს დახლზე, გლეხისთვის მეტი შემოსავლის წყარო არ ხდება და ბიუჯეტში შესაძლო მივიღოთ გარკვეული დაფინანსების შემცირება. ასევე ჩვენ გვაქვს საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის დადებული ფინანსური შეთანხმება, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი შეთანხმებაა - 16 მლნ ევროს ოდენობის, რომელიც სწორედ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციას და ბაზარზე წვდომის პროგრამას ემსახურება. ანუ ერთი მხრივ, ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს რძის რეალიზაციის და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაიაფების თვალსაზრისით, ამავდროულად ჩვენ 16 მლნ-ს ვხარჯავთ კიდევ დამატებით დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss