ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებს საკრედიტო პორტფელი ეზრდება, მაგრამ მცირე სესხებში ზრდა ნეგატიური გახდა
17 აპრილი, 2019, 23:10
ბანკებს საკრედიტო პორტფელი  ეზრდება, მაგრამ მცირე სესხებში ზრდა ნეგატიური გახდა

თბილისი (GBC) - საფინანსო სექტორის რეგულაციებმა არაუზრუნველყოფილი სეხსების  კლება განაპირობა.

TBC Research -ის ცნობით, მარტში არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების პორტფელი 1.9%-ით შემცირდა. ამ პორტფელშია განვადებები, საკრედიტო ბარათები,  მიკრო სესხები და სხვ.  

მიუხედავად ამ ვარდნისა, მთლიანობაში საბანკო სესხების პორტფელი მარტში 14%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). მათ შორის კორპორაციული, ე.წ MSME და საცალო კრედიტები, შესაბამისად,  12.9%-ით და 11,2% -ით არის გაზრდილი.

იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი წლიურ ჭრილში 30.1%-ია.

17 აპრილს საფინანსო სექტორის რეგულაციები შეაფასა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 

არჩილ გაჩეჩილაძის განმარტებით,  რეფორმის მოკლევადიანი გავლენა ძირითადად ამოწურულია და ახლა სექტორი ეკონომიკაში რეფორმის ბენეფიტების მიღებას ელის. 

ბანკირი ამბობს, რომ სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირების პარალელურად, იპოთეკური სესხების დაკრედიტების ნაწილში პორფელი მზარდია. 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები