| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი ბანკების გადახდისუუნარობის შემთხვევებისას ე.წ რეზოლუციის ჩარჩოს შემოღებაზე მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კანონპროექტის საბოლოო ვერსია უცნობია, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა მისი ამოქმედების გავლენა უკვე შეაფასა.
თუ ეს კანონმდებლობა ამოქმედდება სააგენტო სამი სისტემური ბანკის თიბისის, საქართველოს ბანკსა და ლიბერთის რეიტინგებს გადახედავს და
სახელმწიფო მხარდაჭერის რეიტინგს არსებული
4 დონიდან 5-მდე დაწევს.
„საკმაოდ
სუბიექტურის ფორმულირებით იყო Fitch-ის შეფასება“, - მიიჩნევს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდნტი.
პაპუნა ლეჟავა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“
განმარტავს, რომ ამ რეზოლუციით გაძლიერდება ინვესტორთა და დეპოზიტარების პოზიციები
და ეს არ იქნება რისკის შემცველი.
„ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობენ, თუმცა ვფიქრობთ,
რომ შეიძლება გულისხმობდნენ შემდეგს - ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში
ამ რეზოლუციის ჩარჩო მოიცავს კრედიტორების მხრიდან სავალდებულო დანაკაგს, ვიდრე სახელმწიფო
შევა ბანკის გადასარჩენად. ასეთი კრიტეტიუმი ჩვენს ჩარჩოში არ იდება.შესაბამისად,
ამ კუთხით არსებული შიშები უსაფუძვლოა“ , - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss