ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკის 4.5% ზრდის პროგნოზს ადასტურებს
მარიამ მინაძე
8 მაისი, 2019, 16:54
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკის 4.5% ზრდის პროგნოზს ადასტურებს

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2019 წლის წინა პროგნოზი ნოემბერში გამოაქვეყნა.

რეგიონში ზრდის  ტემპის შენელების ფონზე  გამოირჩევა საქართველო, რომლის წინა, +4.5%  პროგნოზი იგივე ნიშნულზე შენარჩუნდა და  2020 წლისთვისაც - 4.5% ზრდაა მოსალოდნელი (EBRD-ი 2018 წელს საქართველოში 4.7%-იან ზრდას ვარაუდობდა).

2019 – 2020 წლებში რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს  და მასთან ერთად სომხეთს აქვს (4.5%/4.5%), თუმცა სომხეთის 2019 წლის პროგნოზი წინა პროგნოზთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

საქართველო პოზიციონირებს იმ ფონზე, როცა  საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აღმოსავლეთ  ევროპის და კავკასიის რეგიონში 2018 წლის 3%-დან და 2019 წლის წინა პროგნოზთან შედარებით  0.4%-ული პუნქტით შემცირდა, 2.8%-მდე,  2020 წლისთვის კი 3%-ზე.

EBRD-ი 2019 წელს მნიშვნელოვან ვარდნას პროგნოზირებს თურქეთში (-1%), კლება წინა პროგნოზთან შედარებით 2%-ული პუნქტი, 2020 - 2.5%-ია. ლირის გაუფასურება და მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეამცირებს მოხმარებას და ინვესტიციებს, თუმცა მიუხედავად ამისა, წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი სავარაუდოდ ზრდაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. EBRD-მა  პროგნოზი ბელარუსს, მოლდოვას და უკრაინასაც შეუმცირა.

მთლიანად,  EBRD-ის ქვეყნების საერთო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წლისთვის 2.3%-ია (კლება ნოემბრის პროგნოზთან შედარებით 0.3 %-ული პუნქტი), 2020 წლისთვის კი 2.6%.

EBRD-ის ქვეყნებში ყველაზე მაღალი პროგნოზი 2019 წლისთვის თურქმენეთს (6.3%) და მონღოლეთს აქვს (6.2%), 2020 წლისთვისაც, კვლავ თურქმენეთს (6%) და ეგვიპტეს (5.9%).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები