| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – თეგეტას ახლადემიტირებული ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილი EBRD-მა შეიძინა. ეს უკვე ევრობანკის რიგით მე-3 ინვესტიციაა,ლარის ობლიგაციებში. თეგეტა მოტორსის ₾30,000,000 -ის ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. 3-წლიანი, ₾1 000 ნომინალის ობლიგაციების განაკვეთი - 10.75%-ია ( რეფინანსირების განაკვეთი (6.5%)+425 საბაზისო პუნქტი). ემისია 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა.
ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი).
„თეგეტა მოტორსი“ ავტოინდუსტრიაში პირველი კომპანია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, BB- რეიტინგით ( Scope Ratings -მა მიანიჭა) მსგავს რეიტინგს სულ რამდენიმე ქართული კომპანია ფლობს, საავტომობილო სფეროსთვის კი უპრეცენდენტოა, მთელს რეგიონში. ამ პროექტით პირველად გავედით ღია საფინანსო ბაზარზე, რამაც ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაგვიხსნა.მადლობა “თიბისი კაპიტალსა” და “ბიელსის”-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.
ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss