| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, ყველა იმ ქალაქში იქნებიან, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისები სრულდება. გიორგი
გახარიას თქმით, ეს პრევენციისთვის კეთდება.
ამის შესახებ დღეს საქართველო-საფრანგეთის შს მინისტრების პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
„უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითრებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არც ერთ შემთხვევაში არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა ჩვენი მხრიდან გარკვეულ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ასეთი ნაბიჯები გადავგდით ჩვენით დამოუკიდებლად.
სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საფრანგეთში, ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა“, -აცხადებს შს მინისტრი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss