| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -გადაუღებელმა წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადზე წყლის დონის საგრძნობლად მატებამ სოფელ ფშაველში, სანიორეში, ართანაში, ლალისყურსში, ნაფარეულსა და ლეჩურში სასოფლო- სამეურნეო სავრგულები დააზიანა.
მდინარე სტორმა კალაპოტი გაარღვია და სოფელ ლეჩურში, თუშეთისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი წაიღო.
გარდა ამისა, ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ასევე მდინარე ლოპოტას, ჭიჭაკვის ხევისა და დიდხევის ადიდება.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი და ფშაველი-ლალისყურის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ქიზიყელაშვილი და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. როგორც გიგა ორკოდაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ამ ეტაპზე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადიდებული მდინარეები გადმოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ადიდებული ჭიჭაკვის ხევი მიედინებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისკენ, თუმცა ხევს სტიქიის ზონაში მობილიზებულმა ტექნიკამ შეუცვალა მიმართულება”-მუნიციპალიტეტი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss