ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხადორჰესი დაიტბორა
12 მაისი, 2019, 01:58
ხადორჰესი დაიტბორა

თბილისი (GBC)-პანკისის ხეობაში, ხადორჰესთან და სოფელი ხადორთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა დაფარა და ჰესი და ოთხი კომლითდასახლებული სოფელი ხადორი გარესამყაროს მეორე დღეა, მოწყვეტილია.

როგორც ერთ- ერთმა ადგილობრივმა საქართველოს პირველ არხს აცნობა, მეწყერთანერთად, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა, რომელსაც ხადორთან მდინარე სამყურისწყალიცუერთდება, მისასვლელი გზა დატბორა, მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეწყერული ქანებისგან გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ტექნიკა ახლოს მისვლას ვერ ახერხებს.

ხადორჰესზე 20-მდე ადამიანი ვიმყოფებით, მეწყერი გუშინ ჩამოწვა და ინტერნეტიც გათიშული იყო. სანამ ალაზანი არ დაიკლებს, მეწყერისგან გზის გაწმენდა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. იქ, სადაც ორი დღის წინ გზა იყო, ახლა მდინარე მოედინება. გზის სხვა მონაკვეთზე კი მეწყერი ჩამოწვა. ტყის ბილიკებით გადასვლა საშიშია, რადგან მეწყერულია და ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩამოიშალოს“, – ამბობს ხადორჰესის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ხადორჰესის ინფრასტრუქტურა მდინარე ალაზანმა 2005 წლის ზაფხულშიც მნიშვნელოვნად დააზიანა(1tv.ge)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები