| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)-პარლამენტი შინაურ ბინადართა კეთილდღეობაზე ლაპარაკის შემდეგ ცხოველთა უფლებებს შესაბამისი კანონით დაიცავს.კანონპროექტს ბიუროზე 13 მაისს გაიტანენ.
პროექტით,ცხოველი რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური, თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით, ექვემდებარება მოვლას. რომელსაც არ იყენებენ ხორცის, რძის,კვერცხის, ბეწვის, ბუმბულის, ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად. შინაური ბინადარი პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციას და დროებით რეგისტრაციას დაექვემდებარება.
მაინდენტიფიცირებელია სვირინგი, “საჭდი“, მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური.
დაუშვებელია ცხოველთა გამოყენება ისე, რომ ტანჯვა და ტკივილი მიადგეთ.მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდები გამოყენება.
მეპატრონე ვალდებული ხდება ცხოველის შთამომავლობის მოვლა - პატრონობაზე იზრუნოს.
კანონით დაუშვებელიაცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება, ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში მოთავსება. ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.
ცხოველის ავტომობილით შეჯახებისას მძღოლმა პატრულში უნდა დარეკოს.
ბინაში 5-ზე მეტი ბინადარი იკრძალება
პროექტის ინიციატორებს შორისაა ოთარ დანელია და ენძელა მაჭავარიანი (IPN)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss