ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაკოტრების კანონის ფიშკა- ვალს სახელმწიფო ბოლოს იბრუნებს
ნინო შუბითიძე
14 მაისი, 2019, 10:24
გაკოტრების კანონის ფიშკა- ვალს სახელმწიფო ბოლოს იბრუნებს

თბილისი (GBC) - ბიზნესი გაკოტრების ახალი კანონის მოლოდინშია, რომლის მთავარი ხიბლი სახელმწიფოს გვერდით გაწევა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისთვის   ადგილის დათმობაა. ცვლილება GIZ-სთან ერთად G4G -ის ჩართულობით შემუშავდა და იუსტიციის სამინისტრო  ინიციატივით პარლამენტს წარედგინა.

მოქმედი  კანონით,  რეაბილიტაციისას უპირატესი უფლებით უზრუნველყოფილი კრედიტორი სარგებლობს (რაც ახალშიც ასევე დარჩება. GIZ საკუთრების უფლების დაცვის ფუნდამენტურ ნორმას, ცხადია, აღიარებს), შემდეგ მოდის სახელმწიფო და მოვალეს სხვა კრედიტორები. ამასთან მოქმედი კანონით რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში უზრუნველყოფილი კრედიტორის ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ცვლილება ხმების თანაბრად გადანაწილებას, სახელმწიფოს ჩაჩოჩებას და რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების ვადის შემოსაზღვრას ითვალისწინებს, 12 თვით. რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები გაურკვეველი ვადით ვეღარ გაახანგრძლუივებს პროცესს.   ვადის გასვლის შემდეგ კომპანია ავტომატურად გაკოტრების პროცესში გადავა, რაც არც მოვალეს ინტერესშია და არც მისი კრედიტორების.

ამასთან ახალ კანონში არაუზრუნველყოფილი ქონება მხოლოდ არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისკენ მიემართება. 

მაგალითისთვის ბოლოდროინდელი საქმეებიდან „გუდვილის“ რეაბილიტაციას მოვიხმობთ, 2014 წელს დაიწყო და „გუდვილის“ ცნობით, 1 წელია, რაც მე-6 რიგის კრედიტორების გასტუმრების პროცესია, რომელთა მიმართ 25 მლნ-მდე დავალიანება იყო (რეაბილიტაცია 2022 წელს სრულდება).


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები