ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს
19 მაისი, 2019, 21:59
ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს

ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

კომპანიის ცნობით, 2019  წლის 18 მაისს, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო მედიაციის პროცესში, მათი სახელით, მოლაპარაკების წარმოებაზე უფლებამოსილ წარმომადგენელთა დასახელებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობის დადასტურების თაობაზე.

მან ითხოვა მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება, არაუგვიანეს 20 მაისის 10:00 საათისა. ამასთან, მიმართვით, მედიატორმა კიდევ ერთხელ მიაწოდა დავის მხარეებს ინფორმაცია მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

მედიატორის მიმართვის პასუხად, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სურვილი მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე და განაცხადა მზადყოფნა, დასაქმებულებთან გამართული, ჯანსაღი და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისა, რაც ორივე მხარეს მისცემს საშუალებას, მიმართონ საერთო ძალისხმევა არსებული უთანხმოებების გადაწყვეტისკენ, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთანავე, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნეს, რომ კომპანიისთვის საკითხის დროული გადაწყვეტა და საწარმოო პროცესების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სრული აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები