| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „პროგნოზი დახვეწილი ხელოვნების სფეროა, ყველანი ან ვართ შედევრის შემქნელნი. ზოგს გამოგვდის ზოგიერთს არა“, - სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორი საპროგნოზო მაჩვენებლის მატებისკენ გადახრაში ანალიტიკოსების კვალიფიკაციის ეჭქვეშ დაყენების საფუძველს ვერ ხედავს.
ფაქტობრივის საპროგნოზოსგან აცდენაზე ქართველი სტუდენტის კითხვის საპასუხოდ ლაგარდიმ განაცხადა, რომ მოვლენები, პრიორიტეტები და მონაცემები სწრაფად იცვლება. მეტობა პრობლემას არ წარმოადგენს. კლებისკენ დაკორექტირება მარტივია და ყოველთვის სასიხარულოა როცა რეალური შედეგი მაღალია.
სტუდენტების „კომპეტენტურ“ კითხვებზე ლაგარდიმ კომპეტენტური პასუხისას სსფ-ის კონსერვატიული მიდგომების შენარჩუნებაზე აღნიშნა. სამყაროს ცვლილების საპასუხო ტრასფორმაციის გარდაუვალ საჭიროებასთან ერთად - „ჯოზეფის თეზისები დღეს განსხვავებული იქნებოდა“ . - განაცხადა მან ჯოზეფ სტიგლიცის, 17 წლის წინანდელ კრიტიკულ ნაშრომზე „გლობალიზაცია და უკმაყოფილება“.
მან განმარტა, რომ გამოწვევების შესაბამისად ფონდის საქმიანობა გაფართოვდა, დაემატა მაკროპრუდენციული ნორმები, სავალუტო წყვილები. ფონდი სამყაროს განვითარებას მიჰყვება, მიდგომები შეიცვალა, რადგან შესაცვლელი იყო, თუმცა დისციპლინური კვლევების შენარჩუნებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და დიდი ძალისხმევა იდება, რადგან „ფინანსურ დისციპლინას გავლენა აქვს ბევრ ფაქტორზე. მრავლობითი შედეგების მომცემია. „ექსკლუზიური აქცენტი ფისკალურზე არ გვაქვს. ჩვენი ხედვის სპექტრი არ არის მხოლოდ რიცხვები. მხოლოდ ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, უფრო მეტია, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით“, - ლაგარდი უთანასწორობაზე აცხადებს. მაღალ და საშუალო კლასს შორის ეკონომიკური სარგებლის არათანაბარ განაწილებაზე.
ლაგარდი ჩვენი ქვეყნის 2 მთავარ აქტივზე და როლზე ამახვილებს ყურადღებას. 1- გეოგრაფიულად ძლიერია, 2- ლამაზია, რომელიც ტურისტებს თავისთავად იზიდავს. 3 -განათლებული ქვეყანაა მაგრამ უნდა აწიოთ სტანდარტი, სასურველ შედეგზე გასვლისთვის.
„გლობალური და რეგიონული მიწოდების ჯაჭვში საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებაზე, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს კითხვა თსუ-ს სტუდენტმა
დავით კეშელავამ დაუსვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss