ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს
20 მაისი, 2019, 21:26
ჯორჯიან მანგანეზის დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს
შპს “ჯორჯიან მანგანეზის” დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

კომპანიის ცნობით, დავაზე დანიშნულმა მედიატორმა 2019 წლის 18 მაისს შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს მიმართა და ითხოვა, მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება არაუგვიანეს 20 მაისის 10:00 საათისა. მედიატორმა, ასევე, მოითხოვა მხარეთა მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლების დასახელება მედიაციის პროცესში მონაწილეობისთვის.

შპს “ჯორჯიან მანგანეზმა” იმავე დღეს დაუდასტურა მედიატორს მედიაციაში აქტიური მონაწილეობის სურვილი და მიაწოდა წარმომადგენელთა სია.

მედიატორისთვის დასტურის თუ უარყოფის წარდგენის ვადა დღეს - 20 მაისს, 10:00 საათზე ამოიწურა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მედიატორისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დასაქმებულების ჯგუფს მედიაციაში მონაწილეობის თაობაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. რაც, როგორც მედიატორის მიმართვაში იყო განმარტებული,  განიხილება სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმად.

შპს “ჯორჯიან მანგანეზი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს დასაქმებულებს, დაიწყონ მოლაპარაკებების ჯანსაღი პროცესი და საამისოდ გამოყონ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები