| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -თიბისი და მასტერქარდი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთობლივ
აქციას იწყებენ, რომლის გამარჯვებულები იაპონიაში გაემგზავრებიან.
თიბისის ბარათით www.tkt.ge-ზე შეძენილი ბილეთი 31 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე
შოტლანდია - საქართველო, გათამაშებაში მონაწილეობს და ეძლევა შანსი რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატის ნახევარფინალს ან ფინალს დაესწროს.
ამასთან თიბისის ფილიალებში უკვე შესაძლებელია ჩემპიონატისს თემატიკის დიზაინის ბარათის შეძენა, რომელიც ჩართულია კიდევ ერთ აქციაში მე-20 ტრანზაქცია მაუსურია საჩუქრდა, ყოველ 50-ეზე - რაგბის ბურთით.
Mastercard საქართველოს დირექტორმა, იგორ სტეპანოვმა
განაცხადა: „Mastercard არის კომპანია, რომელმაც კარგად იცის როგორ
შეუქმნას მომხმარებლებს შეუფასებელი ემოციები და შთაბეჭდილებები. სპორტის, მუსიკის,
მოდისა და სხვა გასართობი ღონისძიებების მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერთან დაკავშირებით
მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. ბევრმა
თქვენგანმა ალბათ იცის, რომ Mastercard წელს საქართველოს რაგბის
ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ქვეყანაში
ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი სპორტის მხარდამჭერი, იმედია, ხშირად გავახარებთ
გულშემატკივრებს ერთად.“
აქცია 30 აგვისტოს,20.00 სრულდება, ხოლო საგზურის მიმღები გამარჯვებულები, 31-ში შოტლანდია-საქართველოს შეხვედრისას გამოვლინდებიან. სულ იაპონიაში 7 გამარჯვებული გაემგზავრება.
მსოფლიო ჩემპიონატი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდეა. მსოფლიოს უძლიერესი 20 გუნდის მონაწილეობით. საქართველოს ნაკრები მე-5-ედ მონაწილეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss