| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)-სურსათის სააგენტო ნარშავას ფრთაკუთხას (Vanessa cardui) პოპულაციის ზრდაზე იუწყება. რაც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. ფეხსახსიანთა ტიპის პეპელა გადამფრენი მწერია. მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა. ნარშავას ფრთაკუთხა
არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, სასარგებლოა, დიდი რაოდენობით სარეველა ანადგურებს.
გადაზამთრებული პეპლის ფრენა მაისის მე-2, მე-3 დეკადიდან (მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მაისის პირველი დეკადიდან). იწყება. საქართველოში წელიწადში 2-3 თაობას იძლევა. ბოლო თაობის იმაგოს ფრენა გრძელდება ოქტომბრამდე.ხშირად თაობა თაობას ფარავს. მისი ბუნებრივი მტრები არიან ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველა, მღრნელები.პეპლის ზომა გაშლილი ფრთებით 5-7 სმ-ია. ფრთები ზემოდან ღია აგურისფერ-მოწითალოა შავი ლაქებით.
იგი გვხვდება ყველგან - მდელოზე, ველზე, უდაბნოში, ბაღში განსაკურებით
უყვარს დიდი გაშლილი, მზიანი სივრცეები.
ზაფხულის ბოლოს მილიონობით ნარშავას ფრთაკუთხა გეზს აფრიკის კონტინენტისკენ იღებს. უმეტესწილად, ისინი 500 მ სიმაღლეზე მიფრინავს და დანახვა თითქმის შეუძლებელია. პეპლები ქარის სასურველი მიმართულებით დაბერვას ელოდებიან. ქარის დახმარებით 45 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ. ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 კმ-ს ფარავენ. გადაფრენა ჩრდილოეთ არქტიკის საზღვრებიდან იწყება და დასავლეთ აფრიკაშიში სრულდება. ნარშავას ფრთაკუთხა გზადაგზა მრავლდება და მთელ ცხოვრებას ფრენაში ატარებს.
პეპელა ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას და ადვილად იღუპება. მისი სასიცოცხლო ციკლი 2 თვეა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss