| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – “დედოლარიზაცის მიზანი კურსის გამყარება ვერ იქნება, ეს ემსახურება მომხმარებლის დაცვას, რომ ის კურსის ცვალებადობამ არ დაააზარალოს“, - კობა გვენეტაძემ აპრილის საბაზო 1.4% ინფლაციის მოხმობით ქვეყანაში ინფლაციური პროცესების არარასებობაზე განაცხადა. ფასების დონის მოკლევადიან ზრდაზე აღნიშნა, რაც დროებითია.
წლიური 4.1% ინფლაციის განმსაზღვრელი სიგარეტის აქციზის და
საწვავის ფასის მატებაა - არამონეტარული, ეგზოგენური ფაქტორი.
სებ-ის პრეზიდენტმა სავალუტო ბაზარზე სებ-ის გაპასიურებაზეც განაცხადა. თუ უწინ რეზერვების შესავსებად ლარი,როცა მყარდებოდა, დოლარს ყიდულობდა, ახლა აღარ ყიდულობს, თუმცა სებ-ის პრეზიდენტის თქმით, საჭიროება არ დგას. რეზერვების მოცულობა მატრიცის მინიმალურ ზღვარ მიუახლოვდა.
როგორც იცით, სებ-ი ბოლო პერიოდში ახალ ინსტრუმენტს იყენებდა, ოფციონებს-სავალუტო
ინტერვენციების ნაცვლად. ამ ინსტრუმენტით კურსის მერყეობისას ბანკი ვერ ისარგებლებს. შეძენილი ოფციონის გამოყენება მხოლოდ
₾/$ იმ კურსის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ბოლო 20 დღის საკურსო
მაჩვენებელზე დაბალია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss