| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ლიბერთის აქციონერებს სამეთვალყურეო საბჭოს ხარჯი შეუმცირდა. 2018 წლის ანგარიშით 77 800 ლარია, რომელიც 2 წევრის ანაზღაურებაა (დირექტორატი - 8.958 მლნ. რისკის ამღები სხვა პირები 1.68 მლნ). იმ დროისთვის დამოუკიდებელი წევრები იყვნენ მამუკა წერეთელი და ირაკლი მანაგაძე, რომელიც 4 წლის ვადით 2018 წლის ივნისში შევიდა და ვადამდე, 2019 წლის იანვარში გამოვიდა (თებერვალში სილქროუდბანკის სამეთვალყურეო საბჭოში გაწევრიანდა).
2017 ანგარიშით, სამეთვალყურეო
საბჭოს ანაზღაურება 2.5 მლნ-ს შეადგენდა (დირექტორები-9.4
მლნ; სხვები - 4.6 მლნ). საბჭოს 2017 წლის ბოლოსთვის წარმოადგენდა ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია, რომლებიც აგვისტოში შევიდნენ (მანამდე ლადო გურგენიძე, მალიკ იშმურატოვი, ალექსეი იუსფინი, პოლ გრემი
და ნურლან აბდუოვი იყვნენ).
1/02/2019 -ის მდგომარეობით, ბანკის ბენეფიციარი აქციონერები ირაკლი რუხაძე და დავით ვერულაშვილი 1,1მლრდ -3.3 მლნ-ის აქციებს ფლობენ.
ლიბერთის თემა საპარლამენტო კომიტეტზეც წამოიწია, სებ-ის საბჭოს წევრობის 2 კანდიდატის განხილვისას. კომიტეტის წევრებს აინტერესებდათ მათი მზაობა, ზოგიერთი ბანკისთვის დამატებითი სარეზერვო მოთხოვნების დაწესებაზე. დავით ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ლიბერთის დამატებითი ბუფერი უნდა მოეათხოვოს, რომ წაგებული აქციონერისთვის დაკისრებული 350 მილიონი ბანკის საფრთხის შემცველი არ გახდეს და მომხმარებლის ინტერესები დაცული იყოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss