| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Georgia
Capital PLC-ს განცხადებით, უილიამ (ბილ) ჰაიეტი Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭოდან და საზედამხედველო საბჭოდან გადადგა.
მიზეზი მისი სხვა ვალდებულებებზე ფოკუსირებაა, მათ შორის Georgia Healthcare Group PLC-ის თავმჯდომარის ფუნქციების.
ჰაიეტი კომპანიას როგორც დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორი 2018 წლის თებერვლიდან
ემსახურებოდა, BGEO ჯგუფის გაყოფამდე, ხოლო GHG-ს თავმჯდომარე 2018 წლის სექტემბერში
გახდა.
ირაკლი გილაური საბჭოს სახელით ბილს მადლობას უხდის იმ წვლილისთვის, რომელიც მან Georgia Capital-ის, როგორც ცალკე კომპანიის, სტრატეგიის შემუშავების პირველ წელს გაწია.
ბილ ჰაიეტის განცხადებით, ჯგუფი ძლიერ პოზიციებს იკავებს და კიდევ უფრო წინ მიდის მისი სტრატეგიის ფარგლებში, ძლიერი საბჭოს და უფროსი მენეჯმენტის გუნდის მეშვეობით, ისევე როგორც აგრძელებს ბიზნესების განვითარებას და მონეტიზაციას საქართველოში. „გაზრდილი ვალდებულებების გამო, მინდა მეტი დრო და ენერგია მივუძღვნა GHG-ის შემდგომი განვითარებისთვის", - აცხადებს ბილ ჰაიეტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss