| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთიმ მორიგ ინიციატივაზე განაცხადა. სოციალური პროექტი ნებისმიერ მსურველს, თბილისში, ერთდროულად 4 ლოკაციაზე სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობის საშუალებას აძლევს.
>60 წლის მოქალაქეების წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ყოველ შაბათ კვირას ვაკის პარკში, ილიას ბაღში, მზიურსაა და იპოდრომზე სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.
,,ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და განსაკუთრებით კი უფროს თაობაზე ზრუნვა ლიბერთის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს ახალი პროექტი ჩვენს თანამოქალაქეებს ასაკის მიუხედავად, ვარჯიშის, გართობის, დასვენებისა და გაჯანსაღების სტიმულს მისცემს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ისეთი სივრცეები სადაც ადამიანებს მისვლა და ყოველდღიურობისგან განმუხტვა გაუხარდებათ. ეს პროექტი არ არის ერთჯერადი და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგძელდება“ - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss